სუპერვულკანმა იელოუსტოუნმა, რომელიც ვაიომინგის შტატში (აშშ) გეიზერის ტბებს შორის მდებარეობს, გააქტიურება დაიწყო. ბუნებრივი ობიექტის ფართობი 4 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, რაც ზომით ერთად აღებულ ორ ტოკიოს უდრის. თუ იელოუსტოუნი გაიღვიძებს, კარგი დღე არ დაადგება არა მარტო აშშ-ს, არამედ საერთოდ პლანეტას, _ ამის შესახებ CBS იუწყება.
ამერიკელმა გეოლოგებმა, ცოტა ხნის წინ, ჩაატარეს კვლევა იელოუსტოუნის პარკში და შოკირებულები დარჩნენ. ტემპერატურამ ადგილობრივ გეიზერულ ტბებში 20 გრადუსს მიაღწია, რაც ნორმას ბევრად აღემატება.
გეოლოგების თქმით, საგანგაშო ის არის, რომ ბოლო პერიოდში ნაკრძალის ტერიტორიაზე მიწისქვეშა ბიძგები გახშირდა. ამ დროსათვის მეცნიერებმა სულ 60-მდე ასეთი ბიძგი დააფიქსირეს, მათგან ყველაზე მძლავრი _ 4,8 ბალი, 30 მარტს აღინიშნა.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ცხოველები პარკიდან ყოველდღიურად უჩინარდებიან, გაურბიან მოსალოდნელ საფრთხეს.
ვულკანის ამოფრქვევის შემთხვევაში, აფეთქების სიმძლავრე. თითქმის. ათასი ატომური ბომბის დენოტაციის მსგავსი იქნება.