"გურია ნიუსის" ინფორმაციით პარტია "ქართული ოცნება" დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავის საარჩევნო ოლქში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იქნება.
აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში არ ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ კახეთის საარჩევნო ოლქებში, კანდიდატებს პრემიერი დღეს დაასახელებს.
აღსანიშნავია, რომ "გურია ნიუსის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო" სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კახეთის გუბერნატორს ირაკლი შიოლაშვილს წარადგენს.

































































