შუხუთი –ნიგოითის საზღვარზე, ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ აქცია გამართა, რომელსაც მოსახლეობასთან ერთად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ყოფილმა გამგებელმა გია გოგუაძემ მოსახლეობას განუცხადა, რომ წინა მთავრობის პერიოდში დაგეგმილი იყო ამ ზონის გაზიფიცირების 2015 წლამდე დასრულება.
მანვე განაცხადა, რომ მთავრობის პირობა, თითქოსდა 2017 წელს მოხდება სოფლის გაზიფიკაცია, ტყუილია. მის გამოსვლას სოფლის მაჟორიტარის თემურ ალექსაიას გაცხარება მოყვა. მან გოგუაძის განცხადებას აბუსრდი უწოდა.
მათ შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.
მხარეთა კომენატრებს და ვიდეომასალას აქციასთან დაკავშირებით, "გურია ნიუსი" მოკლე ხანში შემოგთავაზებთ.