"ინფორმაციის თავისუფლების კვლევის ინსტიტუტი"– IDFI გიორგი უკლებას მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით იგი 2015 წელს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე ყოფნის დროს ასრულებდა ე.წ. ოდეერის ფუნქციას.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მის მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციებით ირკვევა, 2013 და 2014 წლების მარტის მდგომარეობით შსს-ში უკლებას ეკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უშიშროების საკითხებში (მთავარი სამმართველო) სამმართველოს უფროსის მოადგილის
თანამდებობა. დეკლარაციებით ასევე ირკვევა, რომ უკლება იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის მრჩეველი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" დირექტორის თანაშემწე და შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი
სამმართველოს განყოფილების უფროსი. ვფიქრობთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ საჯაროდაწესებულებებშიც გიორგი უკლებაასევე ე.წ. "ოდეერის" ფუნქციას ასრულებდა.
იხილეთ IDFI-ის კვლევა "მრჩევლის ინსტიტუტი საჯარო დაწესებულებებში" სრულად: http://bit.ly/1II7Iqp