საფინანსო ექსპერტების წინასწარი გათვლით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩინეთიდან საზღვარგარეთ ყოველწლიურად, დაახლოებით, 10 მილიარდი იუანი გადის. ამ ფინანსური სახსრების 80% ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში შევიდა. ასეთ სტატისტიკას აქვეყნებენ აღნიშნული ქვეყნები.
10 მილიარდი იუანის დარჩენილი ნაწილი _ 20% ევროპის, სინგაპურისა და მალაიზიის ეკონომიკაში ჩაიდო.
ავსტრალიის საიმიგრაციო ბიუროს მონაცემებით, ამ ქვეყნაში ბიზნეს მიგრანტების რაოდენობა წელიწადში, დაახლოებით, 3 500 ადამიანს აღწევს. ამათაგან 2000-ზე მეტი განაცხადი ჩინეთიდან არის წარდგენილი. განაცხადების შედეგები აჩვენებს, რომ ვიზას ყოველწლიურად, დაახლოებით, 1000 ადამიანი იღებს. ავსტრალიის მიგრაციის პოლიტიკის მინიმალური მოთხოვნები ითვალისწინებს 500 000 ავსტრალიური დოლარის ქვეყნაში ინვესტირებას, ანუ თითოეული ბიზნეს ემიგრანტისგან 3.25 მლნ იუანის კაპიტალდაბანდების გახორციელებას. შესაბამისად, ყოველწლიურად, ავსტრალიის ეკონომიკა 3.25 მილიარდი იუანით მდიდრდება.
კანადის ხელისუფლება წელიწადში, მხოლოდ 700 პროგრამას ამტკიცებს. განხილული პროექტების დაახლოებით 60% ჩინელ ბიზნესმენებზე მოდის. კანადაში დაწესებული მინიმალურ მოთხოვნების თანახმად, საინვესტიციო პროექტი მიგრანტმა 800 000 კანადური დოლარის (დაახლოებით 5.4 მილიონი იუანი) ფარგლებში უნდა განახორციელოს. ამდაგვარად, ჩინელებმა კანადაში 2 მილიარდი იუანი შეიტანეს.
სინგაპურში, მალაიზიისა და სხვა აზიის ქვეყნები, რომლებიც ჩინელებში პოპულარობით სარგებლობენ, ყოველწლიურად რამდენიმე ათას მდიდარ ჩინელს 500 მილიონ იუანზე მეტი კაპიტალდაბანდება აქვს განხორციელებული.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს 934 ჩინელ ბიზნეს მიგრანტს მოქალაქეობა მიანიჭა. თითოეულმა ემიგრანტმა შეერთებულ შტატებში 500 000 ამერიკული დოლარის (3.15 მილიონი იუანი) ინვესტიცია შეიტანა. აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატებმა გასულ წელს ჩინეთიდან 2.9 მილიარდი იუანი მიიღო