Google-ის კვლევის მიხედვით 2017 წელს მსოფლიო მოსახლეობის 50% ინტერნეტით ისარგებლებს და ჯამში სამ მილიარდ მომხმარებელს მიაღწევს. ინტერნეტის მისაღებად ტრადიციული გზები, როგორიცაა კომპიუტერი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი, თავის მნიშვნელობას დაკარგავენ.
კვლევის მიხედვით, მომავალში, ინტერნეტ მომხმარებლის 80% ინტერნეტს მობილურით მოიხმარს.
დიდ ოცეულში ინტერნეტ ვაჭრობა, ეკონომიკის 4,1%-ს იკავებს. მთლიანი ფულადი ბრუნვა კი 2,3 ტრილიონ დოლარს აღწევს. ეს მეტია ვიდრე ბრაზილიის ან იტალიის ეკონომიკა. 2016 წლისთვის მოსალოდნელია ინტერნეტში ფულადი ბრუნვის 4,2 ტრილიონ დოლარამდე ზრდა.
ეს ტენდენცია ყველაზე მომგებიანია ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა: Google, Apple, Facebook, Amazon და სხვა კომპანიები, რომლებიც, ძირითადად, ინტერნეტ მომხმარებლებზე არიან ორიენტირებულები.