"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა 3000-მდე ადამიანი, რომლებიც კონფლიქტის ზონის დატოვებას ცდილობდნენ, ერაყში ტყვედ აიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტებმა 12 ადამიანი მაშინ მოკლა, როცა ისინი გაქცევას ცდილობდნენ.
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, "ისლამურმა სახელმწიფომ" ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი მაშინ დააკავა, როდესაც ისინი ქალაქ კირკუკიდან გაქცევას შეეცადნენ.