ანსამბლ „გორდელას“ ერთ-ერთი წევრი თამარ ალადაშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდით ინფორმაციას ავრცელებს.
„ვანო წიკლაური, ანსამბლ „ხერთვისის“ ხელმძღვანელი, დღეს სარეპეტიციო დარბაზში მოკლეს. გასროლაა ორი ტყვიით, არ ვიცი, რა ვთქვა. სიტყვები არ მაქვს. ასე ვინ და რატომ გაგიმეტა, „ხერთვისის“ სული და გული აჩრდილად ექეცი ხერთვისს, გვიყვარხარ! ღმერთმა ნათელში გამყოფოს… რამდენი რამ დაგვრჩა გასაკეთებელი“, _ წერს თამარ ალადაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ფაქტს გვიდასტურებენ და ამბობენ, რომ მკვლელობა გლდანში, ქერჩის ქუჩაზე მოხდა. გამოძიება საქართველოს "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით მიმდინარეობს.
შსს-ის განცხადებით, მკვლელის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.