"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას აკისრებს. ის ამბობს, რომ შერიგებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი დამნაშავეების პასუხისგება იქნება.
”თუ ჩვენ გვინდა, იგივე არ განმეორდეს, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. ეს იქნება გარანტია იმის, რომ გადაიდგმება პირველი ნაბიჯები შერიგებისკენ, ურთიერთნდობის აღდგენისკენ და ეს იქნება გარანტია იმის, რომ არასდროს, საქართველოს არც ერთი ხელისუფლებას არ მოუნდება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იარაღის გამოყენება. გამოძიება უნდა ჩატარდეს და ის, ვინც დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს. უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება ყოფილ ხელისუფლებას, რადგან ქვეყანაში მშვიდობასა და საფრთხეების არიდებაზე პასუხისმგებელი არის სწორედ ხელისუფლება”, _ განაცხადა ბურჯანაძემ.