„საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მე-8 წლისთავზე, მივესალმებით, მათ, ვინც იცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, _ წერს საკუთარ ოფიციალურ გვერდზე აშშ-ს საელჩო საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის მიმართვას ავრცელებს.
მიმართვაში ნათქვამია, რომ აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აგრძელებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაცია და მილიტარიზაცია. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბრუნება კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებლად გახორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.