დღეს, ქალაქ ოზურგეთში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონულ ორგანიზაციაში კრივის რინგი გაიხსნა.
“მნიშნველოვანია ფაქტია, რომ დღეს ოზურგეთში გვაქვს ოლიმპიური სტანდარტების რინგი. სამწუხაროდ მოხეტიალე რაინდებს გვიწოდებდნენ, დაგვადგა საშველი და ნორმალურ პირობებში შეგვეძლება უკვე ვარჯიში", _ თქვა რინგის გახსნაზე კრივის მწვრთნელმა, იური საჯაიამ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, მერის ბეგლარ სიორიძის თქმით, რინგის გახსნის შემდეგ ოზურგეთელი სპორტსმენებისგან გამარჯვებებს ელოდება.
“აქ არაფერი უსაშველო არ მომხდარა. უბრალოდ არ ვიცი აქამდე რატომ ვერ მოხერხდა მსგავსი დარბაზის გახსნა. მთავარია, რომ ახლა გაიხსნა და ველოდებით ოზურგეთელი სპორტსმენებისგან გამარჯვებებს", _ უთხრა სპორტსმენებს ბეგლარ სიორიძემ.
ქალაქ ოზურგეთის გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის გენერალური დირექტორის გოჩა კვანტალიანის თქმით, ქალაქის მერიამ ოლიპიური ორგანიზაციის შენობის პირველი სართული დაუთმო, სადაც ოზურგეთელი ახალგაზრდები კრივში და კიკბოქსინგში ივარჯიშებენ.
“კრივი დიდი ხანია ფუნქციონირებს ოზურგეთში, მაგრამ რინგი არ იყო და დღეიდან ამ რინგის გახსნა მოხდა, რადგან უფრო მეტი წარმატებები მივაღწიოთ", _ გვითხრა გოჩა კვანტალიანმა.