"გუშინ სამგორი-3 ჩავრთე – არ მიყვარს ადამიანები, სხვის ქონებას რომ იტაცებენ და მერე დაჩაგრული სახეებით დემოკრატიაზე აქეთ გვედავებიან. მაგრამ არ შევცდი: სიამაყით ამევსო გული – თურმე, გარდა იოსებ სტალინისა გყავს კიდევ დიდი სტრატეგი და მთავარსარდალი, რომელმაც 08.08.08.-ში ჩაიდინა ისეთი გმირობა, ნაპოლეონმა და ჰიტლერმა რომ ვერ მოახერხეს!
მოუგო ომი ჩრდილოეთის მეზობელს! დიდგორის ომი-2!" _ წერს რეჟისორი რობერტ სტურუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
"ომის მოგება ახალმა სამხედრო ტაქტიკამ შეაძლებინა:
1. ფორთხვამ, ვითომ მხდალურმა, მტერი რომ იფიქროს – მბარდებიანო… და მერე უეცრად თავდასხმა!!!!;
2. კვება ჰალსტუხით და სხვა ტანსაცმლით;
3. ბათუმში ამერიკელების მიერ დახმარების მიზნით გამოგზავნილმა სტრატეგიულმა დასალევმა წყალმა! (ალბათ ადვილად რომ აითვისოს ჩვენმა გენერალმა ახალი ტიპის სანოვაგე – ვინ იცის ყელსაბამის შემდეგ, რა მოუნდებაო, რას მიირთვემსო!.)
ყვა-ყვა!" _ წერს სტურუა.