ოზურგეთის ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის განვითრების ცენტრის ფართობზე, მცენარის დაბუჩქვის მიზნით, სტევიას მცენარის კენწერული კვირტები გასხლეს.
ეს მცენარე აქ წელს, გაზაფხულზე დარგეს და კარგად გაიხარა.
_ სტევიას ბუჩქი რომ განიტოტოს და კარგი მოსავალი მივიღოთ, ამიტომ აუცილებელია კენწერული კვირტების შეჭრა. შემოდგომაზე სერიოზულ მოსავალს ველოდებით, ვფიქრობ, გაამართლა. ახლა 50 კილოგრამამდე მწვანე მასას, რომელიც გასხვლის შედეგად გროვდება, საცდელად მივაწვდით მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც დიაბეტი აწუხებს. ეს, უბრალოდ, კოლეგიალური ჟესტი იქნება ადამიანების მიმართ, ვინც შემდგომში საკუთარ კარმიდამოშიც გააშენებს სტევიას, _ გვითხრა ფერმერული ცენტრის დირექტორმა შალვა შავიშვილმა.
როგორც ცნობილია, სტევია შაქრის შემცველი საუკეთესო საკვები პროდუქტია დიაბეტით დაავადებულთათვის. ის სამასჯერ ტკბილია, ვიდრე სახაროზა, მასში არ არის კალორიები და საუკეთესოა, როგორც ჯანსაღი კვების პროდუქტი.