დღეს, რეგულირების სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორ ავტორიზებულ აფთიაქში _ ქ. თბილისში, კალოუბნის N6-ში მდებარე შპს „ფინქი“-ში და ჩიქოვანის #4-ში მდებარე შპს „მედფარმაში“ შერჩევითი კონტროლის ღონისძიებების გახორციელებისას, დააფიქსირეს ფორმა #2 რეცეპტის გარეშე _ პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები.
შემოწმებისას აფთიაქში პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის, სერიული აღრიცხვის და რეალიზაციის წესის დარღვევა და ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობების დარღვევა დაფიქსირდა.
შპს „ფინქი“, სახდელის სახით გადაიხდის ჯარიმას 6000 ლარის ოდენობით, რადგან სამართალდარღვევა პირველად გამოვლინდა,. შპს „მედფარმა“-ში კი, სამართალდარღვევა გამოვლინდა განმეორებით. აფთიაქს, სხვა სანქციებთან ერთად, 12 ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრება.
გარდა ამისა, ორივე აფთიაქის პასუხისმგებელ ფარმაცევტს, გარკვეული ვადით პროფესიული საქმიანობა აეკრძალება.