ქალაქ ოზურგეთის მერს, ბეგლარ სიორიძეს ოზურგეთელების ერთი ნაწილი 9 აპრილის პარკში მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებულ სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ. ქალაქ ოზურგეთის მერის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელზე 52 მოქალაქის ხელმოწერით განცხადება უკვე შევიდა.
“გურია ნიუსი“ ქალაქ ოზურგეთის მერს, ბეგლარ სიორიძეს დაუკავშირდა და დაინტერესდა, აპირებს თუ არა გადაწყვეტილების შეცვლას.
“არასერიოზულ ახირებას ჰგავს ეს ყველაფერი. პროექტი შეთანხმებულია და დამტკიცებულია ყველგან, სადაც საჭიროა. კეთდება ზუსტად ისე, როგორც უნდა კეთდებოდეს. ასე რომ, ვერაფერი ვერ შეაჩერებს იმ აღმშენებლობას, რომელიც მიდის ოზურგეთში, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით. რაც მთავარია, მოსახლეობა არის ამის კმაყოფილი, მოსწონთ ეს პროექტი და დარწმუნებული ვარ, როდესაც დასრულდება ეს ყველაფერი და დაინახავენ, რა სახითაც დასრულდება, თვითონ ამ ადამიანებსაც მოეწონებათ. რომლებიც ახლა წერენ ქალაქის მერს", _ გვითხრა ბეგლარ სიორიძემ.
ჩვენ ასევე დავინტერესდით მოხდა თუ არა ამ საკითხის საჯაროდ განხილვა, რაზეც მერმა ასეთი კომენტარი გააკეთა.
“საჯარო განხილვა არ მოხდებოდა ამ პროექტების, რადგან არ ითხოვს ამას არანაირი კანონმდებლობა. სადაც იყო საჭირო იქ განიხილა და დამტკიცდა. ამ პროექტის გასახორციელებლად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან თანხა გამოიყო და კეთდება ზუსტად იმ პროექტის შესაბამისად, რა სახითაც არის პროექტი დამტკიცებული", _ თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ბეგლარ სიორიძემ.
ინფორმაციისთვის, განცხადების 52 ხელმომწერი მოითხოვს, რომ შეიცვალოს აღნიშნული გადაწყვეტილება და აღდგეს 9 აპრილის ქუჩა პირვანდელი სახით; ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავოს გეგმა და განახორციელოს 9 აპრილის პარკის რეაბილიტაცია;