რიოში, კოპაკაბანას სანაპიროზე მდებარე სასტუმრო Excelsior-ში დღეს დილით აფეთქება მოხდა.
სწორედ ამ სასტუმროში არიან დაბინავებული ოლიმპიური თამაშების ოფიციალური პირები. კერძოდ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი მოადგილე შალვა გოგოლაძე.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლები და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებული.
აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
აფეთქების მიზეზი უცნობია.