პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე დაინიშნა.
სიორიძის თქმით, შტაბის შიდა სტრუქტურა უკვე დალაგებულია და საარჩევნო სამზადისიც აქტიურ ფაზაშია.
შეგახსენებთ, რომ უკვე ცნობილია "ქართული ოცნების" ჩოხატაურისა და ლანჩხუთის საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელთა ვინაობა _ ჩოხატაურში "ქართულმა ოცნებამ" არჩევანი საკრებულოს თავმჯდომარეზე, ზაალ მამალაძეზე გააკეთა, ხოლო ლანჩხუთში გამგებელზე _ ზაზა ურუშაძეზე.