ტელეკომპანია "ბიბისის" ცნობით გუკა თავბერიძის მიერ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანიის _ Savse ბრუნვა, ბოლო სამ წელიწადში 13 მილიონი დოლარია.
გასული ერთი წლის განმავლობაში კომპანიის გაყიდვები 600%-ით არის გაზრდილი.
ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტის თანახმად, კომპანია Savse, რომელიც ნატურალურ წვენებს აწარმოებს 3 წლის წინ დაარსდა:
„ეს იყო მხოლოდ ოცნება. თუმცა, შემდეგ დედაჩემის შემყურე ეს იდეა მომივიდა. 2013 წელს დავიწყე წვენების გაკეთება, თავდაპირველად ძალიან რთული იყო. ფაქტობრივად, დედაჩემის სამზარეულოში მეძინა“, _აღნიშნა გუკამ "ბიბისის" გადაცემაში სტუმრობისას.
გუკა ჩოხატაურელია. მისი ოჯახის წევრები დღესაც ჩოხატაურში ცხოვრობენ. ბრიტანეთში დედასთან ერთად მაშინ წავიდა, როცა 7 წლის იყო.