15 ივნისს, სოფელ ჭანიეთში, მცენარეთა შეწამვლა დაიწყო. სოფლის გამგებლის დათო მჟავანაძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე 15 დღე მაინც იქნება სჭირდება, რომ ყველა ოჯახში მოხდეს მისვლა.
_ ამ პროგრამას სახელმწიფო ახორციელებს. ადგილზე შევადგინეთ გრაფიკი, რომლის მიხედვით დღეში 35-40 ოჯახის ჩამოვლა და სოლო აპარატით დაზიანებული ადგილების წერტილოვანი შეწამვლა ხდება. ახლა დავიწყეთ და 15 დღეში მოვასწრებთ ჩვენი 300-კომლიანი სოფლის შემოვლას, _ თქვა დათო მჟავანაძემ.
მისივე თქმით, 15 დღის შემდეგ, როცა თითოეულ ეზოს ჩამოივლიან, უკვე მანქანებით ჩამოვლა და შეორთქვლის გზით დამუშავება მოხდება.