”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის იმ კანდიდატებს უპირისპირდება, ვინც ადრე ”ნაციონალურ მოძრაობაში” იყვნენ და ახლა ”ქართულ ოცნებაში” გადავიდნენ. ხიდაშელის თქმით, მომაკვდინებელი იქნება ახალ პარლამენტში ისეთი ადამიანების მოხვედრა, ვინც წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო, თუმცა მისი არავითარი ინიციატივა ან კანონპროექტი საზოგადოებას არ უნახავს.
„დღესაც რომ შეხვიდეთ „ვიკიპედიაში“, მაგალითად, ბატონი გოდერძი ბუკია მოხსენიებულია, როგორც პარტია ”ნაციონალური მოძრაობიდან” პარლამენტის წევრი, ასევე, ბატონი ოქრიაშვილი და ბევრნი არიან, მათი სია გრძელია. თუკი ადამიანს არასოდეს ინიციატივა არ ჰქონია, კანონპროექტი არ დაუწერია, ხმა არ ამოუღია, არაფერი უთქვამს არც კარგი, არც ცუდი, მე ვფიქრობ, რომ ოდნავ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა უნდა სვამდეს კითხვას _ რა არის მასში ღირებულება, რომლის გამოც ახლა ”ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა მასზე არჩევანის შეჩერება, გარდა იმისა, რომ მას ძალიან ბევრი ფული აქვს და ის აბსოლუტურად მორჩილია”, _ განაცხადა თინა ხიდაშელმა,