დაღუპული დემურ სტურუას ოჯახის წევრები დარწმუნებული არიან, რომ გამოძიება კიდევ ერთი სამართალდამცველის ვინაობას მალავს. სტურუას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ უბნის ინსპექტორი, რომელმაც ახალგაზრდა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობამდე მიიყვანა, მარტო არ იმყოფებოდა.
როგორც ტელეკომპანია ”რუსთავი 2” იუწყება, უკვე ცნობილია ალეტერნარიული ექსპერტიზის პირველადი მონაცემები, რომლითაც დასტურდება, რომ ცხედარს დაზიანებები ჰქონდა.
"ღამის 2 საათზე მოსულა 2 პოლიციელი და შეამოწმეს ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ნანახი ჰყავდათ ხეზე ჩამოკიდებული, გაიარეს და წავიდნენ. არ ვეთანხმები მაგათ ექსპერტს, 7-ში აქვს თავი ჩამოკიდებული და 8-ში არის გატარებული ექსპერტიზა", _ აცხადებს დემურ სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა. გარდაცვლილის ძმა კი ამბობს, რომ 22 წლის დემურ სტურუა სასტიკად იყო ნაცემი.