როგორც იქნა, გზის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების დაწყებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრო.
მინისტრის განცხადებით, ის ყველა პირობას შეასრულებს და ჩოხატაურელებს მალე ექნებათ სრულად რეაბილიტირებული გზა, წყალი და დაიწყება კულტურის სახლის მშნებელობა.
ინფრსატრუქტურის მინისტრს ჩოხატაურში საჯარო მოხელეების უმრავლესობა დახვდა, თუმცა, იყვნენ რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ნიკოლაიშვილს საკუთარ პრობლემებზე ესაუბრნენ და დახმარება სთხოვეს. რამდენიმე მათგანმა რამაზ ნიკოლაიშვილს რამდენიმე წერილიც გადასცა და დახმარების პირობაც საჯაროდ მიიღო.
დღეს ნიკოლაიშვილი ჩოხატაურის სოფლებშიც იმყოფებოდა და მოსახლეობას იქაც შეხვდა.