ალაბამაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, რის გამოც 11 ბავშვი დაობლდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავი ტუსკალუზას აეროპორტის მოკლე ასაფრენ ბილიკთან ახლოს კატასტროფის სიგნალის გაგზავნიდან 3 წუთში ჩამოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში წყვილები ისხდნენ, რომლებიც ფლორიდაში სტომატოლოგიის შესახებ ჩატარებული კონფერენციიდან მისისიპში, ოქსფორდში ბრუნდებოდნენ.