გერმანია რუსეთს მოუწოდებს, რომ მინსკის შეთანხმება უცვლელი რჩება და ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უკრაინა ტერორისტული ტაქტიკის გამოყენებასა და ახალი კონფლიქტის პროვოცირებაში დაადანაშაულა.
გავრცელებული ცნობით, უკრაინა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პუტინმა ამავდროულად განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესის შესახებ ახალი მოლაპარაკების გასამართად მიზეზს ვერ ხედავს, რამაც გააჩინა ვარაუდი, რომ რუსეთი მინსკის შეთანხმების მიტოვებას აპირებს.
როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შტაინმაიერმა შეხვედრაზე განაცხადა, რუსეთმა მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს.
მაუწყებლის ცნობით, რუსეთმა უკრაინა სამშვიდობო გარიგების შეუსრულებლობაში არაერთხელ დაადანაშაულა, ხოლო უკრაინა ამბობს, რომ მოსკოვი პრორუსული სეპარატისტების მხარდაჭერით პრობლემებს აღვივებს, რასაც მოსკოვი უარყოფს.