სასუსნავი, დიდი რაოდენობით რომ არ მივიღოთ, ამიტომ საჭიროა ის ძირითადი საკვების შემდეგ მივირთვათ, გარკვეული რაოდენობით – ამაში მდგომარეობს ოქროს წესი ყველასათვის, ვისთვისაც მთავარია სხეულის სილამაზე.
შოკოლადი _ ეს პროდუქტი ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის (სეროტონინი) გამოყოფას. შოკოლადი არაჩვეულებრივი ანტიდეპრესანტია. ისინი, ვინც განიცდიან ყურადღებისა და სიყვარულის ნაკლებობას, უფრო მეტ შოკოლადს მიირთმევენ, ვიდრე ბედნიერი ადამიანები. 100გრ. შოკოლადი შეიცავს 550-დან 650-მდე კკალ. ეს ძალიან ბევრია და მისი დიდი რაოდენობით მიღება არ ღირს. რა რაოდენობით უნდა მივიღოთ შოკოლადი სტრესის მოსახსნელად, ეს ინდივიდუალური საკითხია. შოკოლადი მარგებელია, რადგან ის შეიცავს კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, В ჯგუფის ვიტამინებს და ლეტიცინს, რომელიც
ნერვული უჯრედების ძირითადი საკვები ნივთიერებაა. ასე რომ, გახდომის პერიოდში ზომიერად შეგვიძლია, მივიღოთ შოკოლადი.
თაფლი _ შაქარის საუკეთესო ალტერნატივაა. თაფლი შეიცავს ყველა მიკროელემნტს, ანტიოქსიდანტს. ერთი ჩაის კოვზი თაფლი შეიცავს, დაახლოებით, 40 კკალ. ის, ვინც დიეტაზეა, სჯობს დღეში მხოლოდ ერთი ჩაის კოვზი თაფლი მიიღოს. მთავარია, თაფლი ნატურალური იყოს.
მარმელადი და ზეფირი _ ეს სასუსნავი ნაკლებად მავნე და ნაკლებად კალორიული პროდუქტია. ისინი არ შეიცავენ არც ცილებს, არც ცხიმებს, არც ვიტამინებს და ძალიან ცოტა მიკროელემენტებს შეიცავენ. 100გრ. ასეთი პროდუქტი შეიცავს 300 კკალ. ნახშირწყლებსა და შაქარს. მაგრამ, ეს ნახშირწყლები მალე იწვება, რა თქმა უნდა, თუ დიდი რაოდენობით არ მივიღებთ. ამიტომ დიეტის დროს, ეს ტკბილეული ოპტიმალურია.
მურაბა _ ძალიან მარგებელია სახლის პირობებში დამზადებული. ერთი ჩაის კოვზი მურაბა შეიცავს 20 დან 40-მდე კკალ. ეს დამოკიდებულია შაქრის რაოდენობაზე.
მშრალი ხილი (ჩირი) _ ყველაზე სასარგებლო სასუსნავი. ეს ნატურალური პროდუქტია, რომელიც შეიცავს ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს, ფრუქტოზას. მშრალი ხილიც, რა თქმა უნდა, კალორიულია, მაგრამ მათ გამწმენდი თვისება გააჩნიათ.