13-14 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგისი თეთრი და წითელი ჯგუფების მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.
სტუმრად იმარჯვა საჩხერის "ჩიხურამ". იმერლები ქობულეთს ესტუმრნენ და ადგილობრივი "შუქურა" 3-1 დაამარცხეს. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს და საკუთარ კარში სამი უპასუხო ბურთი მიიღეს. მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდნენ.
დამაჯერებლად მოიგო თბილისის "დინამომ". დედაქალაქელებმა "დინამო არენაზე" ლანჩხუთის "გურიას" უნასპინძლეს და 3-0 დაამარცხეს მეტოქე. დინამოელთა მხრიდან გოლებით პაპუნაშვილი, ჭანტურიშვილი და ჯიღაური გამოირჩნენ.