ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლუიზიანაში მომხდარ წყალდიდობას 5 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათასობით ადამიანის დახმარება მაშველეებმა შეძლეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შტატი კატასტროფულ ტერიტორიად გამოაცხადა, რაც ნიშნავს, რომ დაზარალებულ რაიონებში ფედერალური დახმარება იგზავნება.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჯარისკაცებმა და გადაუდებელი დახმარების გუნდმა საცხოვრებელი სახლებიდან თუ ავტომობილებიდან 20 000-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
როგორც ცნობილია, წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.
საგანგებო მართვის ცენტრის ინფორმაციით, თავშესაფრებში 10 000-მდე ადამიანი იმყოფება.
"ჯერ კიდევ ვიღებთ ზარებს ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარ სახლებში არიან ჩარჩენილები და გარეთ გასვლას ვერ ახერხებენ, რადგან სახლები დატბორილია, ხოლო ქუჩები გადაკეტილი,"_აცხადებენ საგანგებო ცენტრში.