იემენში საუდის არაბეთის კოალიციამ საავადმყოფოზე საჰერო იერიში განახორციელა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
ექიმები საზღვრებს გარეშეს ცნობით, საჰაერო იერიშის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 19 დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, დაშავებულების გადაყვანა დაუყონებლივ ვერ მოხერხდა, რადგან საომარი ვერტმფრენები ისევ დაფრინავდნენ და განმეორებითი დაბომბვის საფრთხე არსებობდა.
როგორც "ექიმები საზღვრებს გარეშე" აცხადებს, უსაფრთხოების მიზნით, საავადმყოფოს კოორდინატები კონფლიქტში ჩართულ მხარეებს, მათ შორის საუდის არაბეთის კოალიციას, არაერთხელ მისცეს.
გაერო-ს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა ამბოხებულების დაბომბვა დაიწყო, 3 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.