”ცენტრისტების” ერთ-ერთი ლიდერი ლადო ბედუკაძე არ გამორიცხავს, რომ მან და მისმა თანაგუნდელებმა არჩევნებში მონაწილეობა სხვა პარტიასთან გაერთიანების გზით მიიღონ.
როგორც ბედუკაძე ამბობს, ისინი კონსულტაციებს აუცილებლად გაივლიან და ბოლომდე იბრძოლებენ, რათა არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ.
”ბრძოლას არ შევწვეტთ. გავივლით კონსულტაციებს. აუცილებლად ახალ სიურპრიზებს მოვუმზადებთ ხელისუფლებას და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენი ბრძოლა უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენი იდეა, რაც გვაქვს ქართველი ამომრჩევლისადმი, აუცილებლად იქნება მიწოდებული”, _ განაცხადა ბედუკაძემ.
მისივე თქმით, ჯერჯერობით, ადრეა იმაზე საუბარი, თუ რომელ პარტიასთან გაერთიანდებიან და მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.