შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში გორის რაიონის სოფელ ახალსოფლის მკვიდრმა, 1957 წელს დაბადებულმა ა. ა-მ სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.
სულ ჩაბარებულია: „ეფ-1“-ის ტიპის 2 ხელყუმბარა, მსხვრევადი ხელყუმბარისთვის განკუთვნილი 1 ამფეთქი ფალია და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 40 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის დასკვნით, წარმოდგენილი საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისთვის.
აღნიშნული მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება.






















































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)









