ცოტა ხნის წინ არამიწიერი გონების არსებობის შესახებ მორიგი სენსაციური განაცხადი გააკეთეს ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა.
ბრიტანელები ირწმუნებიან, რომ უცხო პლანეტის აპარატები კოსმოსში დაქრიან 30 ათასი კილომეტრი სიჩქარით წამში, რაც სულ ათჯერ ნაკლებია სინათლის სიჩქარეზე. ასეთი სიჩქარის პირობებში აპარატებს შეუძლიათ სწრაფად, სულ რაღაც 10 მილიონ წელიწადში, შეისწავლონ ჩვენი გალაქტიკის ყოველი ვარსკვლავური სისტემა.
როგორც ჩანს, ისინი ასეთ სიჩქარეს, ეგრეთ წოდებული გრავიტაციული შურდულების დახმარებით ავითარებენ.
რატომ არ შემოდიან უცხოპლანეტელები ჩვენთან კონტაქტში?
ბრიტანელებს ამაზე მზად აქვთ პასუხი, იმიტომ, რომ კაცობრიობა განვითარების პრიმიტიულ დონეზე იმყოფება. ჩვენ არ გვაქვს ტექნიკა, რათა მივაკვლიოთ უცხოპლანეტური წარმოშობის კოსმოსურ მოწყობილობებს. ამასთანავე, მზაკვარი დამკვირვებლები ყველა ხერხს ხმარობენ, რათა დაფარონ „ველურებისგან“ თავიანთი სამყოფელი. ისინი შევლენ კონტაქტში მხოლოდ იმ ცივილიზაციასთან, რომელსაც ექნება გარკვეული ტექნოლოგია და ინტელექტი, რის მიღწევასაც დედამიწის მცხოვრებლები ძალიან ბევრ წელს მოანდომებენ.