დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც დილით, უზმოზე არ უნდა მიირთვათ.
ასეთი "მავნე" პროდუქტების სიაში აღმოჩნდა ბანანი. მასში შემავალმა დიდი რაოდენობის მაგნიუმმა შესაძლოა დაარღვიოს კალციუმ-მაგნიუმის ბალანსი ორგანიზმში. ასე რომ, უზმომზე ბანანს ნუ მიირთმევთ.
ასევე, საზიანოა უზმოზე ფორთოხალი. მას შეუძლია გასტრიტი და ალერგია გამოიწვიოს. ასეთივე ეფექტი აქვს დილით მირთმეულ პომიდორს. საერთოდ, ნედლი ბოსტნეული საუზმის დროს რეკომენდირებული არ არის.
ბევრი ადამიანი დილით იოგურტს მიირთმევს, მაგრამ ეს პროდუქტიც "შავ სიაში" აღმოჩნდა.
იოგურტი კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს, თუ მას უზმოზე მიირთმევთ. მათი ჭამა რეკომენდირებულია სადილიდან ორი საათის შემდეგ ან ძლის წინ. ასეთ შემთხვევაში, ის მართლაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. რა თქმა უნდა, ყველაზე ცუდი იდეაა დილით შებოლილი და კონსერვირებული საკვების მიღება.
ცუდია უზმოზე შაქრის მიღებაც, ასეთ შემთხვევაში არ გამოიყოფა საკმარისი რაოდენობის ინსულინი.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საუზმის დროს ყველაზე კარგია მიიღოთ შვრიის ბურღული უცხიმო რძეზე დამზადებული. მარგებელია ხაჭო, მაგრამ ზომიერი რაოდენობით.