რას ფიქრობს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიაზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი; რატომ არ დანიშნა რეფერენდუმი და რაში ეთანხმება პრემიერს; რატომ გააკეთა განცხადება ოჯახის წევრზე ზეწოლის შესახებ; არის თუ არა ოპოზიციაში სახელისუფლებო გუნდთან; რატომ შეიწყალა ნარკოტიკებზე გასამართლებული ცოლისძმა;
რატომ არ ხსნიდა გრიფით საიდუმლოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილს ხარჯებს; დაუპირისპირდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს და რას ურჩევს იმ ადამიანებს, რომლებიც „ნაციონალებთან“ და სააკაშვილთან მის შესაძლო კავშირზე კითხვის ნიშნებს სვამენ _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გადაცემაში „არჩევანი“ ქვეყნის პირველი პირი გიორგი მარგველაშვილი საუბრობს.




























































