”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩი”, ”ახალი მემარჯვენეები” და ”ახალი საქართველო” ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა, _ ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს შეიქმნა ახალი პოლიტიკური გაერთიანება პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის. მადლობა მათ, რომ შემოგვიერთდნენ მაშინ, როცა ჩვენზე არის წნეხი და ზეწოლა. ეს საქციელი გმირობის ტოლფასია. მთელი საქართველო ჩვენ შემოგვყურებს დიდი იმედით. ჩვენ მათ ცხოვრებას საგრძნობლად უკეთესობისკენ შევცვლით. ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვინც იზიარებს ჩვენს ხედვებს. პროდასავლური, ნატოში გაწევრიანება, ეკონომიკური ზრდა და სამართლიანი საქართველო. ცოტა ხანი დარჩა და ყველაფერი კარგად იქნება!" _ განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.