ოზურგეთში, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოალიცია “ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ყოფილ დიპლომატს, ზვიად კვაჭანტირაძეს წარადგენს.
ლანჩხუთში, “ქართულმა ოცნებამ” არჩევანი გურიის ყოფილ ლეგენდაზე, ფეხბურთელ თემურ ჩხაიძეზე შეაჩერა.
რაც შეეხება ჩოხატაურის რაიონს, “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ამ რაიონში ქეთი დუმბაძის კანდიდატურა აღარ განიხილება და არჩევანს თემურ ჭკუასელზე შეაჩერებენ.
ეს არის სავარაუდო კანდიდატების ჩამონათვალი, თუ რა თქმა უნდა, “ქართულმა ოცნებამ” ბოლო წუთებში არ გადაიფიქრა.