საფრანგეთმა სირიის ქალაქ რაქაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საჰაერო იერიში განახორციელა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იერიშის შედეგად მძიმე იარაღის შესანახი და ტექნიკური ცენტრი განადგურდა.
როგორც ცნობილია, ნოემბერში "ისლამური სახელმწიფოს" მიერ პარიზში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ბრძანებით, ქვეყანამ ჯგუფის წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციები გააძლიერა.