პატარები, ბავშვები, დიდები, მოხუცები, უმწეოებიც კი, რომლებიც ხელჯოხით იყვნენ მოსულები, ყველა ჩვენს გვერდით იდგა. ეს ადამიანები იმიტომ გამოვიდნენ, რომ დიდი იმედი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლები იყო, მაინც არ შეშინდნენ.” _ განაცხადა “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ “გურია ნიუსთან საუბრისას.
_ რა ზეწოლები იყო კონკრეტულად, შეგიძლიათ გვითხრათ?
_ ნაციონალები სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ხალხს ეუბნებოდნენ, რომ მათივე კეთილდღეობისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ აქციაზე არ მოვიდოდნენ. გარდა ამისა, ოზურგეთში, იმ უბნებში, სადაც გუშინ ჩვენ ვიყავით, ჩამოიარეს დღეს და მოსახლეობას შეპირდნენ,_ სახლებს გადაგიხურავთ, თუ აქციაზე არ გახვალთო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხალხი გამოდის და მაინც აფიქსირებს ძალიან დიდ მხარდაჭერას და მზაობას ხვალინდელ აქციაზე მოსასვლელად.
ზოგადად, გურია ძალიან ოპოზიციურია და ხელისფლებას ამის გამო, ეს რეგიონი ძალიან არ უყვარს.
_ ოპოზიციური თუ სამართლიანი?
_ დიახ, სამართლიანი. როდესაც ოპოზიციურობას ვამბობ, ვგულისხმობ, რომ ხალხი სამართლიანობის მხარეს არის, სამართლიანობის აღდგენა უნდათ და სწორედ ამიტომ დგანან ჩვენს გვერდით.