საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, "გურია ნიუსისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "პოსტალიონის" ორგანიზებით, "ივლიტას ბიბლიოთეკაში" გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა.
ქვეყნის პირველმა პირმა ბიბლიოთეკაში შეკრებილ ახალგაზრდებს ახალგაზრდული კამპანიის_ „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ _მიზნები გააცნო და არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა.