თურქეთმა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" და ქურთი მეამბოხეების მიერ დაკავებული პოზიციები დაბომბა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, თურქეთმა ავიაიერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც ქორწილში თვითმკვლელმა ტერორისტმა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ანკარაში მომხდარი აფეთქება ვისი ორგანიზებულია, ანკარამ პირობა დადო, რომ სასაზღვრო რეგიონს "ისლამური სახელმწიფოსგან" გაწმენდს.
როგორც ცნობილია, თურქებისა და ქურთების დაპირისპირება 1980 წლიდან მიმდინარეობს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თურქეთის ქალაქ ღაზიანტეპში 1 500-მდე სირიელი ამბოხებული იმყოფება.
ანალიტიკოსების თქმით, ამბოხებულები შესაძლოა თავდასხმისთვის ემზადებიან და არ გამორიცხავენ, რომ ქორწილში მომხდარი აფეთქება მათი განხორციელებული იყოს.