კბილების გამოხეხვა მაშინვე, როდესაც სუფრიდან ვდგებით, საზიანოა ჯანმრთელობისათვის. ასეთი დასკვნები გამოაქვეყნა ამერიკელმა პროფესორმა ჰოვარდ გემბლმა – ზოგადი სტომატოლოგიის აკადემიის პრეზიდენტმა.
როგორც აღმოჩნდა, საკვების მიღების შემდეგ კბილების ხეხვას მოჰყვება კბილების მთავარი ქსოვილის დაზიანება. საკვების მიღებიდან პირველ 20 წუთში მჟავა, რომელიც საკვებთან ერთად ხვდება პირის ღრუში, შეაღწევს კბილის ემალსა და დენტინში ჯაგრისის მეოხებით გაცილებით სწრაფად, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ არ ვიჩქარებთ კბილების გამოხეხვას.
მოხალისეებზე ჩატარებული ცდებით გაირკვა, რომ კბილების გამოხეხვისათვის ოპტიმალური პერიოდი საკვების მიღების შემდეგ არის 30 წუთიდან ერთ საათამდე.