GFK-ს კვლევას მიზანმიმართულ მანიპულირებად აფასებს განათლების მინისტრი. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ეს კვლევა, გამოხატავს კონკრეტული პირების რეალობისგან განსხვავებულ სურვილებს.
"ვაფასებ, როგორც მიზანმიმართული მანიპულირება, რეიტინგები აქამდეც გვინახავს, ეს არის კონკრეტული ხალხის სურვილები ოცნებები გამოხატული ციფრებში, მე ვფიქრობ რომ რეალობა თვისობრივად განსხვავდება ამ ციფრებისგან და ამას ძალიან მალე ვნახავთ", _ განაცხადა ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, რომ კვლევა გერმანულმა კომპანია GFK-ამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა და კითხვაზე თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მიცემდით ხმას? _ შედეგები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება _ 25.8%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა _ 25.5%
სახელმწიფო ხალხისთვის – პაატა ბურჭულაძე _ 6.9%
ლეიბორისტული პარტია _ 3.7%
თავისუფალი დემოკრატები – ირაკლი ალასანია _ 2.9%
პატრიოტთა ალიანსი – ირმა ინაშვილი _ 1.6%
ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა _ 1.4%
რესპუბლიკური პარტია _ 0.5%
პოლიტიკური ცენტრი გირჩი _ 0.4%
ახალი საქართველო – გიორგი ვაშაძე _ 0.4%
არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას გამოკითხულთა _ 3.0%
ჩატარებული გამოკითხვისას უარი პასუხზე 7.7%-მა განაცხადა.
მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია 19.0%
კვლევა 2-18 აგვისტოს ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2200 ადამიანი გამოიკითხა. გერმანულ ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.