გური ვაჩეიშვილი:
_ არ ვიცი, მაგრამ მაინტერესებს.
ნაზი რამიშვილი:
_ არანაირი შეხება არ მაქვს.
მიხეილ სიხარულიძე:
_ არ მაინტერესებს.
ფრიდონ ჟღენტი:
_ არ ვიცი და ნაკლებად მაინტერესებს.
თამარ წითლიძე:
_ არა.
ციური რამიშვილი:
_ რად გინდა პროგრამა, რომც გაინტერესებდეს?!
გივი ცინცაძე:
_ ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით.
ნინიკო ჯიბუტი:
_ დიდად არ მაინტერესებს და ამიტომ არ ვიცნობ არც ერთი პარტიის საარჩევნო პროგრამას. ტელევიზიით კი ვუსმენ ხოლმე, მაგრამ იმდენად არარეალური მგონია ეს წინასაარჩევნო დაპირებები, არ ვუღრმავდები.
გიორგი ხინიკაძე:
_ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, რა თქმა უნდა, საინტერესოა. უნდა ვიცნობდე პარტიების საარჩევნო პროგრამებს, რათა მქონდეს საკუთარი აზრი სწორ არჩევანთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, არ გავცნობივარ, მაგრამ არჩევნებამდე აუცილებლად მოვისმენ ყველა პოლიტიკურ პარტიის პროგრამას, რათა ოქტომბერში მივცე ხმა იმ რეალურ კანდიდატს, რომელიც, დარწმუნებული ვიქნები, რომ დანაპირებს შეასრულებს.
ირინა ინარიძე:
_ არა და არც ვიცნობ.
ვახუშტი მენაბდე:
_ მაინტერესებს და ვაპირებ გავეცნო. ცოტა ხნის წინ, "ქართული ოცნების" ვებგვერდზე შევედი დაპირებების წასაკითხად, მაგრამ საიტზე წარწერა იყო, რომ რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა.
თოკა სამსონია:
_ კი, ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ახლა ვმუშაობ და ამის გამო, თითქმის ყველაფერს მოწყვეტილი ვარ.