https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პრეზიდენტი კრიტიკოსებს: “მოკლედ, ცნობისთვის, თვითონ მოყვნენ, ვინ რას აკეთებდა!”

13:08; 23.08.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რას ფიქრობს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიაზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი; რატომ არ დანიშნა რეფერენდუმი და რაში ეთანხმება პრემიერს; რატომ გააკეთა განცხადება ოჯახის წევრზე ზეწოლის შესახებ; არის თუ არა ოპოზიციაში სახელისუფლებო გუნდთან; რატომ შეიწყალა ნარკოტიკებზე გასამართლებული ცოლისძმა; რატომ არ ხსნიდა გრიფს _ "საიდუმლო", ექსპრეზიდენტ სააკაშვილს ხარჯებს; დაუპირისპირდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს და რას ურჩევს იმ ადამიანებს, რომლებიც  "ნაციონალებთან" და სააკაშვილთან მის შესაძლო კავშირზე კითხვის ნიშნებს სვამენ _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გადაცემაში "ა'რჩევანი" ქვეყნის პირველმა პირმა გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით რეფერენდუმის დანიშვნის შესაძლებლობას მას კანონი არ აძლევდა:

_ მე ძალიან მომწონს რეფერენდუმების იდეა. მხარს ვუჭერ დემოკრატიის ამ მნიშვნელოვან საშუალებას, მაგრამ არის რამდენიმე ფაქტორი. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ რეფერენდუმის კანონის თანახმად, რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. გავიმეორებ იმ მტკივნეულ სიმართლეს, რომ 2008 წლიდან ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და არა მარტო ოკუპირებული _ ჩვენი სამშობლოს ორ რეგიონში მეზობელმა რუსეთმა ცნო ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ვექტორი მდგომარეობს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაში. არაღიარების პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ და ჩვენი მეგობრები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვმუშაობთ იმ მიმართულებთ, რომ არავინ არ აღიაროს ეს ეგრეთ წოდებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. ამ პროცესში, როგორც ჩვენ და ჩვენი მეგობრები მუშაობენ, ასევე ძალიან აქტიურ საქმიანობას, სამწუხაროდ, ახორციელებს რუსეთი და საზოგადოებას ახსოვს რიგი შემთხვევები, როცა რუსეთის ფედერაციის ამ წამოწყებას, ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოების დამოუკიდებლობას რომელიღაცა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი. ჩვენი დიპლომატიის, ჩვენი პარტნიორების მოწოდება მდგომარეობდა იმაში, რომ ისევ გადმოგვერწმუნებინა და ჭეშმარიტებისა და სამართლის სტანდარტებში დაგვებრუნებინა ვითარება. ეს არის ჩვენი მუდმივი დიპლომატიური სამუშაო. როდესაც მე ვხვდები სხვა ქვეყნის ლიდერებს, იწყება ან მადლობის თქმით ან გარკვეულ წილად ეს გადადის ხოლმე მტკიცებით, რომ უნდა შევინარჩუნოთ არაღიარების პოლიტიკა. ამ კონტექსტში, პლუს იმ ვითარებაში, როცა გაცხადებულია, რომ მომავალ წელს ცხინვალის რეგიონში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, მივცემდით დამატებით არგუმენტებს ჩვენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ამ საერთაშორისო კონტექსტში და შევასუსტებდით არაღიარების პოლიტიკას.

მეორე საკითხი ისაა, რომ რეფერენდუმის იდეა სრულიად იოლად შესაძლებელია მოყვანილ იქნას კანონმდებლობის ჩარჩოებში, ისეთ ჭრილში, რომ რეფერენდუმების ჩატარებით ზიანი არ მივაყენოთ საქართველოს საგარეო კურსს. ძალიან ბევრი კანონი 2008 წლის მერე ან მანამდეც, მორგებული გვქონდა არსებულ ვითარებაზე და ამ კანონებში წერია, რომ ის ნაწილია ქვეყნისა, რომელიც ამ ეტაპზე კონტროლდება კანონიერი ლეგიტიმური ხელისუფლებისგან. აი, ეს ჩანაწერები გაკეთებულია იმისთვის, რომ რეფერენდუმის კანონმდებლობამ იმუშაოს. არის კიდევ ერთი მომენტი ამ საკითხთან მიმართებაში _ კონკრეტული კითხვა, რომელიც დასმული იყო. ეს სიტყვა-სიტყვით, ზუსტად იგივე, ასახულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში _ ეს ის ჭეშმარიტებაა, რომლის თაობაზეც არ ისმის შეკითხვები. ჭეშმარიტებაა, რომ მოსახლეობის 100 პროცენტი დადებითად უპასუხებდა ამ კითხვას. ჩემთვის გაუგებარი იყო, რატომ ვსვამთ ამ კითხვას მაშინ, როცა ეს ასახულია კანონმდებლობაში. თუ, დავუშვათ, არსებობს საჭიროება, ეს დაფიქსირდეს არა მარტო სამოქალაქო კოდექსში, არამედ კონსტიტუციაში, მაშინ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ეწინააღმდეგება რეფერენდუმის კანონს. ვერც დავაფიქსირებდი იმიტომ, რომ ასევე იურიდიულად, რეფერენდუმის კანონში წერია ერთ თვეში უნდა მოვიდეს შესაბამისობაში კანონმდებლობასთან, ხოლო კონსტიტუციაში წერია, რომ კონსტიტუციის მისაღებად, მინიმუმ, ექვსი თვეა საჭირო და ყველაზე მთავარი _ რის ირგვლივ ვმსჯელობთ? რომ კონსტიტუციაშია დასაფიქსირებელი? _ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა დღეს მხარს უჭერს ქორწინების განსაზღვრას კონსტიტუციაში. ამისთვის არსებობს პარლამენტი სწორედ და ამიტომაც დავეთანხმე პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას, რომ ეს უნდა გააკეთოს პარლამენტმა. ეს არის იურიდიულად კვალიფიციური და სწორი მოსაზრება, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

_ თუმცა, რეფერენდუმის დანიშვნაზე უარის გამო, თქვენი გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაა დაწყებული…

_ ესეც არის აბსოლუტურად დემოკრატიული პროცესი. მოქალაქეები აქტიურობენ, მათ გააჩნიათ თავიანთი პოზიცია. მათთვის რომელიღაცა ფიგურა მიუღებელია და აქვთ უფლება დემოკრატიის ნებისმიერი ფორმით თავიანთი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირონ.

_ ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ხმაურიან განცხადებას, რომელიც ოჯახის წევრზე ზეწოლას ეხებოდა, ბევრი გამოხმაურება მოჰყვა… პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ისიც თქვა, რომ შესაძლოა განცხადების გაკეთების დროს ნასვამ მდგომარეობაში იყავით, რადგან "გიყვართ დალევა"… რა შეგიძლია გვითხრათ ამ თემასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია გამოძიებამ თქვენი სიძე უკვე დაკითხა…

_ არ მგონია, რომ კომენტარი უნდა გავაკეთო ქალბატონი მანანას ამ განცხადებაზე. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს განცხადებას, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება რჩება უპასუხოდ და არც ერთ შემთხვევაში არ აღიძრა საქმე, ეს ჩემთვის პრობლემურია, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი უფლებების და ლეგიტიმაციის მატარებელი პირი ქვეყანაში.

როცა ასეთი პირი აკეთებს მსგავსი ტიპის განცხადებებს, აუცილებლია, რომ პროკურატურამ ამაზე რეაგირება მოახდინოს, რაც არ მომხდარა. პროკურატურამ პაპუაშვილის განცხადებებზე რეაგირება მას შემდეგ მოახდინა, რაც მისი ოჯახის წევრზე გახორციელებულ ზეწოლაზე საჯარო განცხადება გავაკეთე, _ აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში სტუმრობისას კომენტარი გააკეთა კიდევ ერთ ბრალდებაზე, რომელსაც რუსთაველის გამზირზე მოკლული ახალგაზრდის დედა, მისი სიძის მისამართით აკეთებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის სიძე მკვლელობის თანამონაწილეა და რომ მას მარგველაშვილი მფარველობს.

პრეზიდენტის თქმით, მკვლელობა მაშინ მოხდა, როცა ის ოპოზიციაში იყო, როცა რეჟიმს ხმამაღლა უპირისპირდებოდა და შესაბამისად, არანაირი ბერკეტი არ ჰქონდა ვინმესთვის მფარველობა გაეწია.

_ ეს არის ოჯახი ტრაგედია და არ ვფიქრობ, რომ შვილმკვდარ დედას პასუხები უნდა გავცე, _ აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

გიორგი მარგველაშვილს ჩვენ ისიც ვკითხეთ, რატომ შეიწყალა ნარკოტიკების მოხმარებაზე ბრალდებული ცოლისძმა და რატომ არ იწყალებს 4 შვილის დედა, რომლის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში რამდენიმე წელია აქტიურად ითხოვენ მოქალაქეები.

პრეზიდენტის თქმით, ის კანონს არ არღვევს და ამ საკითხის მედიაში განხილვას არ აპირებს. რაც შეეხება მის ცოლისძმას, მარგველაშვილის მიიჩნევს, რომ მას ჰქონდა კანონიერი უფლება გათავისუფლებულიყო.

_ ამ დოკუმენტების საფუძველზე ნაწარმოები პიარი იმით დაგვისრულდა, რომ არც სააკაშვილი იძებნება და არც ადეიშვილი, _ ასე უპასუხა გიორგი მარგველაშვილმა ჩვენს კითხვას, თუ რატომ არ ხსნიდა გრიფს _ "საიდუმლოს" მიხეილ სააკაშვილის ხარჯების ამსახველ დოკუმენტაციას.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, მან თავიდანვე იცოდა, რომ ეს საქმე ცუდად დამთავრდებოდა:

_ პრეზიდენტებს არცერთ ქვეყანაში სუშის ქვითრისთვის არ იჭერენ. არც ბოტოქსებისთვის, არც მასაჟისტების ჩამოყვანისთვის და არც პიჯაკების შეძენისთვის. ქვითრებით ვერავინ დაიჭირეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ეს რომ გავიდა, შედეგი ყველამ ვნახეთ. თან ეს ეხებოდა ადამიანს, რომელზეც ჩვენ გვქონდა სერიოზული ბრალდებები, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ხალხი იყო ნაწამები, რომ ტელევიზიები და მიტინგები იყო დარბეული და ამ დროს საბუთი მოგვაქვს, რომ ამ ადამიანმა სუში ჭამა!

ეს იყო არასწორად დაგეგმილი პოლიტიკური პროცესი, რომლის შედეგებზეც ძალიან მარტივად შეგიძლიათ იმსჯელოთ _ აღარავის ეძებენ, _ აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "ა'რჩევანში" სტუმრობისას.

გადაცემაში გიორგი მარგველაშვილმა ვრცლად ისაუბრა პოლიტიკურ პროცესებზე, პარტიების რეიტინგზე, არჩევნებში მისვლის აუცილებლობაზე და ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე.

ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ ის სახელისუფლებო გუნდთან ოპოზიციაში არ არის და იგი არავის არ დაპირისპირებია.

_ ბიძინა ივანიშვილის მისამართით ჩემი საპასუხო განცხადება გახსოვთ? მე ვიცი რასაც ამბობს, მაგრამ ამ ბრალდებებზე პასუხი საერთოდ არ გამიცია, _ აღნიშნა მარგველაშვილმა.

_ ბატონო გიორგი, თქვენი და ყოფილი პრემიერის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ არ დატოვეთ პრეზიდენტის სასახლე, ასევე მოითხოვეთ ბობოყვათის რეზიდენცია, მაშინ როცა არჩევნებამდე დაცვის თანხლებით სიარულიც კი არ გსურდათ…

_ ამაზე მე გავეცი ერთხელ პასუხი და არ ვაპირებ ბატონ ბიძინასთან პოლემიკას. სწორი არ იქნება, რომ მას პასუხი გავცე. მე ვარ კონკრეტულ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მე გესაუბრებით, როგორც პრეზიდენტი და არ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

პრეზიდენტის თქმით, ბრალდებები იმის შესახებ, რომ მას "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მიხეილ სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა აქვს, აბსურდულია და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამას იტყვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც რჩევაც მისცა:

_ ვინ შეიძლება მე მესაუბროს "ნაციონალურ მოძრაობასთან" და სააკაშვილთან სიახლოვეზე?! მე 2003 წლიდან ვიყავი ამის წინააღმდეგი. თითოეული, ვინც მომავალში თქვენთან ეთერში ან სხვაგან დაჯდება და რამეს იტყვის, ძალიან გთხოვთ, ჩემი რჩევა იქნება, ჰკითხეთ, თქვან, სად იყვნენ 2002-ში, 2003-ში, 2004-ში, 2005-ში და ა.შ. ჯერ ეს თქვას ნებისმიერმა, ვინც მე ბრალდებას წამომიყენებს.

_ ბიძინა ივანიშვილს გულისხმობთ?

_ ნებისმიერმა, ვინც მე ბრალდებას წარმიდგენს, ჯერ მოყვეს თავისი მოკლე ბიოგრაფია "ნაციონალურ მოძრაობასთან". ან ვინ ეხმარებოდა, ან ერთად ვინ იყვნენ ბიზნესში, ან ვინ იყო სახელმწიფო სტრუქტურაში, ან მხარდამჭერი ვინ იყო, ან დეპუტატი, მინისტრი, მინისტრის მოადგილე და ა.შ. ჯერ ეს მოყვნენ ხოლმე, იმიტომ, რომ მე ერთი თემაც კი არა მაქვს მთელი ამ წლების განმავლობაში. და სახლში კი არ ვიჯექი, ან სახელმწიფო სტრუქტურაში კი არ ვიყავი, ან მათთან ერთად ბიზნეს კი არ ვაკეთებდი, არამედ ღიად, ტელევიზიით ვაკრიტიკებდი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სანამ ჩემზე რაღაც კითხვის ნიშანს დასვამენ "ნაციონალებთან" მიმართებაში, მოკლედ, ცნობისთვის, თვითონ მოყვნენ ვინ რას აკეთებდა, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში _ "ა'რჩევანი" სტუმრობისას.

გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ეს გააძლიერებს პოლიტიკურ პარტიასაც და პოლიტიკურ კულტურასაც ჩვენს ქვეყანაში"

ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია GDS-ი დატოვა _ "ვერ შევთანხმდით გემოვნებაზე"

ყველა სიახლე

სამართალი

რატომ არ ამოიღეს და დალუქეს ათონელის სასახლის ღობის ფრაგმენტები – რა გახდა ცნობილი პროცესზე

21:25; 26.02.2026
სამართალი

საია განცხადებას ავრცელებს

19:57; 26.02.2026
საზოგადოება

“უხვი ნალექია მოსალოდნელი”- თბილისის მერია

19:54; 26.02.2026
სამართალი

ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

19:32; 26.02.2026
სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

18:45; 26.02.2026
სამართალი

პატრულის ყოფილ ოცმეთაურს მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად პროკურატურა 35 750ლარს გადაუხდის

18:15; 26.02.2026
პოლიტიკა

ვის შეეხება საქართველოში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება – ევროკომისიის პრეზიდენტი

18:04; 26.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:39; 26.02.2026
საზოგადოება

მინისტრის შეხვედრა ადგილობრივი მედიის გარეშე

17:19; 26.02.2026
სამართალი

სურსათისა და ხორცპროდუქტების მაღაზია გატეხეს

16:59; 26.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:54; 26.02.2026
სამართალი

“160 000 ლარი მიითვისა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ დაეუფლა და ანგარებით გამოიყენა”

16:48; 26.02.2026
სამართალი

მოსამართლემ ლაშა ჩხარტიშვილი 5 დღით პატიმრობაში გაუშვა

16:34; 26.02.2026
საზოგადოება

“აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”

16:19; 26.02.2026
საზოგადოება

ელზა სიმონიშვილი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად, სხვა გადამდებ დაავადებებთან ერთად, ისევ რჩება ტუბერკულოზი

16:03; 26.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
0

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო