საქართველომ და უკრაინამ შესაძლებელია უვიზო მიმოსვლა ევოკავშირის ქვეყნებთან 2017 წლიდან დაიწყონ. აღნიშნული ტექსტი რადიო "თავისუფლების" რეპორტიორმა ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელ "ტვითერში" დაწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ოქტომბერში გახდება ცნობილი.
"ევროკავშირის დიპლომატები უკრაინასა და საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას 2016 წლის ოქტომბრისთვის ელოდებიან, რაც შესაძლოა მომავალი წლის დასაწყისიდან დაიწყოს,"_წერს იოზვიაკი.