გერმანული კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს პოლიტიკოსები ეხმაურებიან და საკუთარ პოზიციებს აფიქსირებენ.
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ბოლოდროინდელი კვლევების შედეგები ერთმანეთს არ ემთხვევა, აქედან გამომდინარე, სერგეენკო თვლის, რომ სხვადასხვა კვლევის მიმართ არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები.
”ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა კომპანიის მიერ ჩატარებულ რამდენიმე კვლევის შედეგს გავეცანი. მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ აშკარა კითხვის ნიშნები არსებობდა. კვლევების შედეგები ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, მინიმუმ დიდ განსხვავებაში იყო. ბოლო კვლევის შედეგები ვნახე, ჩემი აზრით, ერთადერთი უტყუარი, ვალიდური განწყობა საზოგადოების, ეს არის არჩევნები, რომელიც ძალიან მალე გაიმართება. ეს იქნება საბოლოო პასუხი საქართველოს მოსახლეობის არჩევანზე”, _ ამბობს დავით სერგეენკო.