რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 4-5 სექტემბერს ჩინეთში გასამართ G20 სამიტზე უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც კრემლში აცხადებენ, რუსეთის პრეზიდენტ ვლიდიმერ პუტინს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და საფრანგეთის პრეზიდენტ, ფრანსუა ოლანდს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის მიერ ყირიმში განხორციელებულ პროვოკაციებზე.
კრემლში ასევე აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირების ხაზზე არასტაბილური ვითარების გამო წუხილი გამოთქვა.