გორში, ქალაქის ცენტრალურ პარკში მოწყობილ ზოოპარკში დათვმა 60 წლის მამაკაცი დაასახიჩრა. თვითმხილველების განცხადებით, გია ჯაფარიძემ დამცავი ბარიერი გადალახა და დათვს მიუახლოვდა.
დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
60 წლის მამაკაცს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს მიყენებული.
სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, პირველადი სამედიცინო დახმარება დაშავებულს ცენტრალური პარკის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს.