(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის გამგებელს მეორე მოადგილე ეყოლება და ამ თანამდებობას ოზურგეთელი გიორგი ჭყონია დაიკავებს _ ასეთი ინფორმაცია გურიის სახელისუფლო კულუარებში ვრცელდება. პროფესიით აგრონომი ჭყონია, სავარაუდოდ, სოფლის მეურნეობის კუთხეს ჩაიბარებს. დაუდასტურებელი ხმებით, იგი გია გოგუაძის სხვა პოსტზე შესაძლო გადასვლის შემთხვევაში, გამგებელი გახდება, თუმცა ოფიციალურ დონეზე ამის ალბათობას გამორიცხავენ. მეორე მოადგილის შტატი შესაძლოა საკრებულოს უახლოეს სესიაზე დაამტკიცონ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved