ტაილანდის სანაპირო ქალაქ პატანში 2 აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა.
როგორც ცნობილია 1-ლი აფეთქება სასტუმროს უკან, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, ხოლო მე-2 აფეთქება სასტუმროს შესასვლელთან გაჩერებულმა სატვირთო ავტომობილმა გამოიწვია.
ქალაქის საავადმყოფოს თანამშრომლის თქმით, 32 ადამიანია დაშავებული, მათ შორის 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც ცნობილია, ყველა საელჩო აფრთხილებს მოქალაქეებს პატანში გამგზავრებიდან თავი შეიკაონ, რისი მიზეზიც ბუდისტებსა და მაჰმადიანებს შორის არსებული ხანგრძლივი კონფლიქტია.
მაუწყებლის ინფორმაციით, ტაილანდში 3 კვირის წინ რამდენიმე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათეულობით დაშავდა.
როგორც ცნობილია,მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა უსაფრთხოების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სამხრეთ მეამბოხეთა ჯგუფებს კოორდინირებული თავდასხმების განხორციელების გამოცდილება აქვთ.