ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” ქალთა ორგანიზაციის დაარსების 2 წლის აღსანიშნავი იუბილე გაიმართა. შეხვედრაზე, სადაც საუბარი იყო ქალთა ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და სანდრა რულოვსის მომავალ საპარლამენტო გეგმებზე, რომლის მიხედვითაც, იგი განსაკუთრებით ქალთა უფლებებისა და ოჯახური ძალადობისგან მათ დაცვას უკავშირდება, ინციდენტი მოხდა.
ღონისძიებაზე შეიჭრა ორი ქალბატონი, რომლებმაც სანდრა რულოვსს "9 წლიანი" მმართველობის გამო, დამნაშავე უწოდა.
როგორც გაირკვა, ქალბატონი რუსეთის მოქალაქეა. იგი 2003 წელს გადავიდა საცხოვრებლად რუსეთში, ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს და ბათუმში დასასვენებლად იმყოფება.